მიიღე სასურველი სხეულიგამოცდილი მეთოდების გამოყენებით

ონლაინ ნუტრიციის & ფიტნეს მწვრთნელობის სერვისები

დაჯავშნე კონსულტაცია

კლიენტების შედეგები ადრე & ახლა

ვმუშაობ დამწყებ & გამოცდილ ადამიანებთან

პროგრამამდე
შემდეგ

საწყისი მიზანი წონის მომატება იყო, რასაც კუნთის და ძალის ზრდა თავისთავად მოჰყვა. ყველაფერი ჩემი მონაცემების გათვალისწინებით იყო შედგენილი. პროგრამას არ ჰქონდა უაზრო ტიპიური შეზღუდვები და მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ საჭირო მითითებებს. ყველაზე დიდი განსხვავება გარეგნობაზე შევამჩნიე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიარულის მანერაც რადიკალურად შემეცვალა. ყველაზე გამოსადეგი რამ რაც აქედან დამრჩა იყო ჩვევები და ფუნდამენტური ცოდნა თუ როგორ მუშაობს კალორიული ბალანსი. თავისუფლად შემიძლია მიზნის შესაბამისი პროგრამა ჩემით შევადგინო

პროგრამამდე
შემდეგ

კვების პროგრამა დამეხმარა საკვების დაბალანსებაში და იმის იდენტიფიცირებაში თუ რა სჭირდებოდა ჩემს სხეულს. ვარჯიშის პროგრამამ კი დიდი შედეგი იქონია კუნთის ფორმირებაში და სასურველი სხეულის ჩამოყალიბებაში. ალბათ კვების დაცვა თავიდან რთულია რადგან ახალ კვების სტილზე გიწევს გადაწყობა, მაგრამ პირველი კვირის შემდეგ ჩვევაში გადადის და საკმაოდ მარტივია. საბოლოო ჯამში ჩემთვის მაინც სწორი კვების დაცვა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც ვისწავლე აქტიურად მადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში. კმაყოფილი ვარ პროგრამით და რეკომენდაციებიც კი გავეცი ვისაც სურდა ვარჯიშის და კვების გამოსწორება.

პროგრამამდე
შემდეგ

ჩემი მიზანი კუნთური მასის მომატება იყო, მაგრამ თითქმის არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ საკითხში. კვების და ვარჯიშის პროგრამები ძალიან დამეხმარა, ამ ყველაფრის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის. პროგრამები იდეალურად იყო მორგებული ჩემზე. დატვირთვები და სიხშირე იცვლებოდა, მაგრამ შესრულება არ მიჭირდა. საერთო ჯამში 61 კილოდან 74 კილომდე ავედი 5 თვეში. დასაწყისში ცარიელი ღერძის აწევაც კი მიჭირდა, ახლა კი წოლჭიმზე 90კგ-ს თავისუფლად ვწევ. შეუფასებელი ცოდნა მივიღე, რაც სამომავლოდ ძალიან დამეხმარება მომავალი მიზნების მიღწევაში. რაც მთავარია ვფიქრობ დამოუკიდებლად შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას. რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველას ვურჩევდი.

როგორ ვმუშაობ

1. გაცნობა

გასაუბრების და კითხვარის საშუალებით ვაგროვებ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ისტორია, მიზნები, შესაძლებლობები და ა.შ.

2. კვების პროგრამა

მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, ვადგენ სრული ერთი თვის კვების პროგრამას.

3. ვარჯიშის პროგრამა

გამოცდილების და ხელმისაწვდომი აღჭურვილობის მიხედვით, ვადგენ ვარჯიშის პროგრამას.

4. გაუმჯობესება

შედეგის გადამოწმების და გასაუბრების შემდეგ, კვების & ვარჯიშის პროგრამებში შემომაქვს ცვლილებები.

კლიენტების შედეგები ადრე & ახლა

ვმუშაობ დამწყებ & გამოცდილ ადამიანებთან

პროგრამამდე
შემდეგ
პროგრამამდე
შემდეგ
პროგრამამდე
შემდეგ
შემდეგ
პროგრამამდე
შემდეგ
პროგრამამდე
შემდეგ
პროგრამამდე
შემდეგ

ჩემს შესახებ

მე ვეხმარები დაკავებულ ადამიანებს, მიიღონ სასურველი სხეული მეცნიერებაზე დაფუძნებული კვებისა და ვარჯიშის გამოყენებით.

მე მოგაწვდით თქვენზე მორგებულ გეგმას, რომლის შესრულებასაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ.

ჩემმა კლიენტებმა ყოველგვარი გამოცდილების გარეშე შეძლეს თავიანთი სხეულის ტრანსფორმირება, რაც ამტკიცებს, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული მეთოდი ნამდვილად მუშაობს.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივხვდე მჭირდება თუ არა მწვრთნელი?

დამოუკიდებლად თუ გიცდიათ ფორმაში ჩადგომა და შედეგი ვერ მიიღეთ ან ახლა აპირებთ დაწყებას და მზად ხართ თქვენს ჯანმრთელობაში ინვესტირებისთვის მაშინ დაჯავშნეთ კონსულტაცია. თუ არ ხართ მზად ინვესტირებისთვის მაშინ გთხოვთ არ დაჯავშნოთ.

რა აზრი აქვს პირადი მწვრთნელის ყოლას?

რა აკავშირებთ უმაღლესი დონის სპორტსმენებს, ბოდიბილდერებს, მოდელებს და მსახიობებს, რომლებსაც სხვადასხვა როლისთვის ფორმაში ჩადგომა სჭირდებათ?

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმეტესობამ, განსაკუთრებით სპორტსმენებმა, ნაწილობრივ უკვე იციან, რა არის საჭირო ფორმის გასაუმჯობესებლად, მათ მაინც ჰყავთ პერსონალური ფიზმომზადების მწვრთნელები.

ეს იმიტომაა, რომ მწვრთნელი გეხმარება ობიექტურობის შენარჩუნებაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მაშინ, როცა ამის დამოუკიდებლად გაკეთება რთულია.

დამწყებისთვის მწვრთნელის საჭიროება ალბათ ყველასთვის ცხადია: როცა არაფერი იცი, ისეთი ადამიანი გჭირდება, ვინც იგივე გზა უკვე გაიარა და შეუძლია შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროს.

მაგრამ ხშირად გამოცდილი ადამიანებიც უფრო მეტ ღირებულებას იღებენ მწვრთნელისგან, ვიდრე ბევრს ჰგონია.

ზუსტად ეს ესმით ჩვენი დროის წარმატებულ ადამიანებს, და ამიტომ ირჩევენ დახმარებას დამოუკიდებლად ვარჯიშის ნაცვლად.

რამდენი დრო დამჭირდება ამ ყველაფრისთვის, დიდი დრო არ მაქვს?

გეგმის შედგენის დროს მთავარი ფაქტორები რომლებსაც ვითვალისწინებ თავისუფალი დრო, გამოცდილება და მიზანია. რა თქმა უნდა ბოდიბილდინგის შეჯიბრისთვის თუ ემზადებით შედარებით მეტი დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო. მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ვარჯიში და სწორი კვება დიდ დროს არ მოითხოვს.

მნიშვნელობა არ აქვს სავარჯიშოდ კვირაში 6 საათი გაქვთ თუ მხოლოდ 2 საათი, პროგრამა ისე იქნება ორგანიზებული, რომ დროის უკმარისობა პრობლემა არ იქნება.

როგორი შედეგი შეიძლება მივიღო?

შედეგები ყველასთვის განსხვავებულია და ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა გენეტიკა, ვარჯიშის გამოცდილება, მოტივაცია და ასე შემდეგ.

განსაკუთრებული გენეტიკის მქონე კლიენტებიც მყოლია, რომლებსაც მოკლე დროში დიდი პროგრესი აქვთ და პირიქითაც, მაგრამ გენეტიკასთან ერთად მოტივაციაც დიდ როლს თამაშობს.

იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა კლიენტმა სამსახიობო როლისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვეში 18 კილოგრამი დაიკლო. ამ შემთხვევაში პროგრესის სიჩქარეზე მოტივაციამ და დისციპლინამ ძალიან დიდი გავლენა იქონია.

ყოველი შემთხვევისთვის გეგმა, რომელსაც ჩემგან მიიღებთ მაქსიმალურ შედეგზე იქნება გათვლილი, ხოლო დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

პირველი კონსულტაცია უფასოა?

დიახ პირველი 30 წუთიანი კონსულტაცია უფასოა.

კლიენტების შეფასებები

რეალური უკუკავშირი მათგან, ვინც პროგრამა უკვე გაიარა.

საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე პირველ რიგში ის რო კვება უნდა აკონტროლო სულ ადამიანმა და დღეში სულ ცოტა 5 კილომეტრი მაინც გაიარო ფეხით. კმაყოფილი ვარ თან ძალიან იმ დიეტით და ვარჯიშებით რაც დამინიშნეთ. 108 კილოდან 90 კილომდე დავიკელი. მნიშვნელოვანია ისიც რო ამ დიეტის შედეგად დავიკელი საგრძნობლად, მერე აღარ გამიგრძელებია დიეტა 3 თვის განმავლობაში ვჭამდი ყველაფერს ზომიერების ფარგლებში და დღემდე არ მომიმატებია და ვინარჩუნებ წონას.

ჯამში 5 კილო დავიკელი და რაც მთავარია ისე, რომ შიმშილის გრძნობა არ მქონია. თავიდან ცოტა უჩვეულო იყო ასეთი კვება და საჭმელი ხანდახან ბევრიც მეჩვენებოდა მაგრამ წონას მაინც ვიკლებდი და მალევე მივეჩვიე. დიეტის დასრულების შემდეგ 2 წელი გავიდა და წონა არ მომიმატებია, მადლობა 😊

დარბაზში არ ვიცოდი რომელი ტრენაჟორი რისთვის იყო განკუთვნილი და მარტო მისვლა/ვარჯიში წარმოუდგენელი მეგონა. პროგრამის შემდეგ ვაგრძელებ სიარულს და ვიცი როგორ უნდა ვივარჯიშო ისე რომ რამე არ დავიზიანო.

პროგრამები მაქსიმალურად გასაგები და ადვილად შესასრულებელი იყო. ძალიან მიჭირდა წონის მატება 69 კილო ვიყავი როცა ვარჯიში დავიწყე და პროგრამების დახმარებით 82 კილომდე მოვიმატე რაც ჩემთვის იდეალური წონა არის.

ძირითადად არანაირი გამოცდილება არმქონია არც კვების მხრივ და არც ვარჯიშის, გამოუცდელობის გამო პატარა ტრავმაც მიმიღია. კვების და ვარჯიშის პროგრამა იდეალურად იყო მოწყობილი ჩემთვის, შედეგს ყოველი თვის განმავლობაში ვხედავდი და ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა , ძილიც მომიწესრიგდა რაზეც დიდი პრობლემა მქონდა. უკეთესი კვებითი ჩვევები ჩამომიყალიბდა, ბევრი არაჯანსაღი საკვები ამოვიღე რაზეც დამოკიდებულება მქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და მადლობა დავითს ასეთი პროფესიონალიზმისთვის, ჩემს გარშემო ალბათ ყველასთვის მაქვს რეკომენდაცია გაწეული რადგან მინდა, რომ ყველამ გამოსცადოს ის რაც მე ამ დროის განმავლობაში გამოვიარე.

საწყისი მიზანი წონის მომატება იყო, რასაც კუნთის და ძალის ზრდა თავისთავად მოჰყვა. ყველაფერი ჩემი მონაცემების გათვალისწინებით იყო შედგენილი. პროგრამას არ ჰქონდა უაზრო ტიპიური შეზღუდვები და მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ საჭირო მითითებებს. ყველაზე დიდი განსხვავება გარეგნობაზე შევამჩნიე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიარულის მანერაც რადიკალურად შემეცვალა. პროგრამები იდეალურად იყო მორგებული ჩემზე. დატვირთვები და სიხშირე იცვლებოდა, მაგრამ შესრულება არ მიჭირდა. საერთო ჯამში 61 კილოდან 74 კილომდე ავედი 5 თვეში. დასაწყისში ცარიელი ღერძის აწევაც კი მიჭირდა, ახლა კი წოლჭიმზე 90კგ-ს თავისუფლად ვწევ.

ერთ-ერთ ტრენაჟორზე 10 კილოს ძლივს ვწევდი და პროგრამის დაწყების შემდეგ ვარჯიშის დროს 25კგ-ით 25 გამეორება თავისუფლად რომ გავაკეთე მივხვდი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე როცა ეს პროგრამა ავირჩიე😊 ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგს ვხედავდე რომ მოტივაცია არ დამეკარგოს. კუნთის მასა მოვიმატე და ვარჯიშს დღემდე აქტიურად ვაგრძელებ❤️

შეუფასებელი ცოდნა მივიღე, რაც სამომავლოდ ძალიან დამეხმარება მომავალი მიზნების მიღწევაში. რაც მთავარია ვფიქრობ დამოუკიდებლად შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას. რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველას ვურჩევდი.